მენეჯმენტის კურსზე

  თიკო სიხარულიძე - Executive Lounge Attendant (Marriott)

მე ბევრ ცენტრში ვნახულობდი მოკლე კურსებს და შემიძლია ვთქვა, რომ “Oxford Academy”-ს ყველაზე კარგად ჩამოყალიბებული და შედგენილი პროგრამა აქვს. ხდება უამრავი მაგალითის განხილვა, რაც პირადად ჩემთვის სწავლების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, ასე გაცილებით უკეთესად ვიგებ მასალას.

ტრენინგის განმავლობაში მთელი ჯგუფი ვიყავით ჩართული და აზროვნების საშუალება გვქონდა. ყველა თემაზე თითოეულს გვქონდა საშუალება საკუთარი აზრი გამოგვეხატა.

ის ვინც დაინტერესებულია ამ ტრენინგ კურსით ვეტყოდი, რომ თუ არჩევანს “Oxford Academy”-ზე გააკეთებს, ძალიან კარგი გარემო დახვდებათ, კომპეტენტური თანამშრომლებით, რომლებიც სულ იღიმიან და ცდილობენ ყველანაირად ხელი შეგიწყონ.   მოკლედ რომ ვთქვა, მე ძალიან კმაყოფილი ვარ და გეტყვით, რომ ასეთ მცირე დროში კარგად შეგექმნებათ წარმოდგენა ყველაფერზე.

  ნათია ბიბილაშვილი - მაღაზია  “ომნიას” მენეჯერი.    

“ორგანიზაციული მენეჯმენტი” იმდენად საინტერესო ტრენინგ-კურსია, რომ ვფიქრობ,  12 შეხვედრა არ არის საკმარისი თითოეული თემის განსავრცობად, ამიტომ სიამოვნებით გავზრდიდი საათების რაოდენობას.                                                                                 

მიმაჩნია, რომ ის რაც ვისწავლე, ძალიან გამომადგება როგორც საქმეში, ისე ცხოვრებაშიც. ტრენინგის გავლისას მივხვდი იმას, რომ ის, რაც აქამდე ჩემი დაკვირვების შედეგი მეგონა,  თურმე მენეჯმენტის შემადგენელი ნაწილი ყოფილა :)

ყველას, ვისაც სურს, რომ განათლება სასიამოვნო და უშუალო გარემოში მიიღოს,  ვუსურვებდი არჩევანი Oxford Academy-ზე გააკეთოს, სადაც საშუალება მიეცემა თავი იგრძონს თავისუფლად და კომფორტულად.

ძალიან მომეწონა ჩვენი პედაგოგი, რომელიც დარწმუნებული ვარ თავადაც ძალიან კარგი მენეჯერია. ეს ჩანს მის ჩვენდამი დამოკიდებულებაში და იმ სიტუაციას ეტყობა, რაც არის აკადემიაში.

    მაია  ნოზაძე - ექიმი რეგისტრატორი/ეკონომიკურ სამსახურის სპეციალისტი “ავერსის კლინიკაში”. 

 ორგანიზაციული მენეჯმენტის ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ, ზოგადად ყველა საკითხზე მივიღე ამომწურავი ინფორმაცია და გამიჩნდა სურვილი გავაგრძელო ამ მიმართულებით განვითარება.  

ყველას ვურჩევდი, რომ აუცილებლად დაინტერესდნენ და ეწვიონ “ოქსფორდის აკადემიას”, რადგან აქ ძალიან კარგი სიტუაციაა. სასურველი იქნებოდა უფრო    ხანგრძლივი ყოფილიყო ეს კურსი.

    სოფო ბენდელიანი - ბუღალტერი

მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კურსის გავლით, საბოლოოდ რომ გადავხედე მივხვდი, რომ ძალიან ბევრი ვისწავლე და გავიაზრე. ის საკითხები, რაც ჩემთვის ბუნდოვანი იყო გახდა ნათელი და უფრო საინტერესო.

ყველას, ვინც დაინტერესებულია მსგავსი ტრენინგით, ვეტყოდი, რომ „Oxford Academy“-ში მენეჯმენტის კურსის გავლა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა მათთვის, ხარისხიანი და საფუძვლიანი. ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა,  არის თემა “სტრატეგიული დაგეგმვა” და “გადაწყვეტილების მიღების პროცესი”. ვისურვებდი, რომ უფრო ხანგრძლივი ყოფილიყო ეს კურსი. გამიჩნდა სურვილი, რომ „ოქსფორდის აკადემია“-ში კიდევ სხვა დამატებითი კურსები  გავიარო.

   ირაკლი მოწონელიძე - საქართველოს ბანკის მენეჯერის მოადგილე.

ნამდვილად კმაყოფილი ვარ გავლილი კურსით, სიამოვნებით გავზრდიდი შეხვედრების რაოდენობას და დავამატებდი იმას, რომ ნამდვილად ღირს ამ ტრენინგის გავლა. პედაგოგი ძალიან გასაგები ენით ხსნის მასალას და მისი ჟესტიკულაცია მეტად დასამახსოვრებელი და გასაგებია.

   ცირა ჭოტაშვილი - BTA  ბანკის ოპერატორი.

კურსი იმდენად საინტერესოა, რომ ვისურვებდი უფრო  ხანგრძლივი დრო დაეთმოს ამ ტრენინგს.   ყველაზე მეტად დამამახსოვრდა  SWOT  ანალიზი და განსხვავება ეფექტურობასა და ეფექტიანობას შორის.

რაც შეეხება თავად “ოქსფორდის აკადემიას”- საერთო გარემო არის ძალიან თბილი და მყუდრო.  პედაგოგის მიდგომა ნამდვილად აღსანიშნავია, იგი მაქსიმალურად ცდილობდა გასაგები ენით  აეხსნა მასალა, რომ მარტივად აგვეთვისებინა ჩვენთვის ახალი თემები. მადლობა მინდა გადაგიხადოთ.