ზოგადი ინგლისური

ზოგადი ინგლისურის კურსი/General English Course

ზოგადი ინგლისურის კურსი საშუალებას აძლევს მსმენელებს დაეუფლონ უცხო ენას აკადემიურ დონეზე, რაც გულისხმობს:

  • გრამატიკის საფუძვლიან შესწავლას და მის საუბარში გამოყენებას;
  • სმენის უნარების განვითარებას ინგლისურ ენაზე;
  • ინგლისურად აზროვნებას და თავისუფალ მეტყველებას;
  • ინგლისურენოვანი თემების და წერილების წერას;
  • უცხო ტექსტების კითხვასა და მისი შინაარსის სრულყოფილად გაგებას;

 კურსის აღწერა:

სწავლება მიმდინარეობს OXFORD-ის პროგრამებით, როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად;

  • მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში: 4-6 მსმენელი;
  • სწავლების გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ;
  • მეცადინეობის ხანგრძლივობა: 1  სთ.

  >>>   დღეებს და საათებს თავად აირჩევთ თქვენი სურვილის მიხედვით.

კვირაში ერთი დღე გაკვეთილს (საუბრის ნაწილს) უძღვება უცხოელი სპეციალისტი!

  

ზოგადი ინგლისურის კურსი ითვალისწინებს ყველა იმ კომპონენტის კომპლექსურ შესწავლას, რომელიც აუცილებელია ენობრივი ბარიერის გადასალახავად.

ეს კურსი მოიცავს ხუთ მნიშვნელოვან პუნქტს: გრამატიკას, საუბარს, მოსმენას (აუდიო სწავლებას), წერისა და კითხვის უნარების გაუმჯობესებას.

 კურსის ინსტრუმენტებად გამოყენებულია:

  • უახლესი ილუსტრირებული სახელმძღვანელოები;
  • გრამატიკის პრაქტიკული სავარჯიშოები;
  • აუდიო მასალები სმენის უნარების განსავითარებლად;
  • ჯგუფური დიალოგები და დისკუსიები უცხოელ პედაგოგებთან;
  • თანამედროვე ტექსტები მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ;
  • შუალედური ტესტები მიღებული ცოდნის და შედეგების შესამოწმებლად.

 სწავლება მიმდინარეობს საფეხურების მიხედვით, სულ 7 საფეხური:

1. Starter                                    2 თვე

2. Basic                                      2 თვე

3. Elementary (A1)                     3 თვე

4. Pre-Intermediate (A2)            4 თვე

5. Intermediate (B1)                   4-5 თვე

6. Upper-Intermediate (B2)        4-5 თვე

7. Advanced (C1)                       5-6 თვე

(აქ მოცემულია კურსის ხანგრძლივობის მაქსიმალური ვადები)

 

მესამე საფეხურიდან (A1 დონიდან) გაიცემა საერთაშორისო სტანდარტების ორენოვანი სერტიფიკატი (CEFR)

.

კურსის ერთი თვის (12 გკვეთილის) ღირებულება:

დრო 10:00 – 17:00 18:00 -21:00
ჯგუფური მეცადინეობა 160 ლარი 175 ლარი
VIP ჯგუფი (2 მსმენელი) 210 ლარი 240 ლარი
ინდივიდუალური 290 ლარი 320 ლარი

        სტუდენტები ისარგებლებენ სპეციალური 20% ფასდაკლებით!!!

  •  ინდივიდუალური კურსის შემთხვევაში შესაძლებელია მცოცავი ან არასტანდარტული გრაფიკის არჩევა, ასევე არასრული კურსის გავლა პირად მოთხოვნებზე მორგებით;

მცოცავი/არასტანდარტული გრაფიკი: 12 აკადემიური საათი - 320 ლარი;

არასრული კურსი, პირად მოთხოვნებზე მორგებული: 12 აკადემიური საათი - 350 ლარი

უცხოენოვანი სტუდენტებისთვის: 12 აკადემიური საათი - 350 ლარი;