სერტიფიცირება

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ინგლისურ ენაში თქვენი დონის დამადასტურებელი საბუთი (სერტიფიკატი) გჭირდებათ და არ გაქვთ საკმარისი დრო კურსის გასავლელად და არსებული დონის ასამაღლებლად, ოქსფორდის აკადემია გაძლევთ შანსს პირდაპირ ჩააბაროთ გამოცდა და თქვენი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი აიღოთ.

        გამოცდა ჩატარდება 4 ეტაპად:

  1. დონის განმსაზღვრელი წერითი ტესტი.
  2. გასაუბრება წერითი ტესტის საფუძველზე.
  3. წერითი ტესტი უკვე განსაზღვრული დონის მიხედვით.
  4. ზეპირი გამოცდა.

გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა საერთაშორისო სტანდარტების (CEFR) ორენოვანი სერტიფიკატი, სადაც მითითებული იქნება როგორც ინგლისურ ენაში უკვე განსაზღვრული დონე (Level), ასევე აკადემიური მოსწრების ნიშანი (Grade) .

 სერტიფიკატები გაიცემა შემდეგი საფეხურების მიხედვით : 

A1 – Elementary

A2 – Pre-Intermediate

B1 – Intermediate

B2 – Upper-Intermediate

C1 – Advanced

 სერტიფიკატის აღება შესაძლებელია გამოცდების ჩაბარებიდან

10 სამუშაო დღეში.

 სასერტიფიკატო გამოცდების ღირებულება :

A1 – B1 – 250 ლარი (ოთხივე ეტაპი)

B2 – C1  – 270 ლარი (ოთხივე ეტაპი)

დაჩქარებული (3 სამუშაო დღეში) – 290 ლარი  (ნებისმიერი საფეხური).

დაჩქარებული (გამოცდის ჩაბარების დღეს) – 340 ლარი (ნებისმიერი საფეხური).

გადასახადის გადახდა მოხდება I და II საგამოცდო ეტაპის ჩაბარების შემდეგ.

გამოცდაზე დასარეგისტრირებლად საჭიროა დარეკოთ და წინასწარ ჩაეწეროთ.