საოფისე პროგრამები
საოფისე კომპიუტერული პროგრამების კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს სიღრმისეულად შეისწავლოს Word, Excel, PowerPoint, Internet-Outlook-ის პროგრამები.
კურსი ითვალისწინებს ყველა იმ პროგრამის შესწავლას, რომელიც საჭიროა კომპიუტერთან მუშაობისას.
აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც საერთოდ არ ჰქონია შეხება კომპიუტერთან, ან აქვს სურვილი გაიღრმავოს ცოდნა ამ სფეროში.
კურსი მოიცავს Word, Excel, PowerPoint, Internet-Outlook-ის პროგრამების შესწავლას.
პროგრამის აღწერა:
- Ms Word - დოკუმენტის შექმნა, მისი დაფორმატება. დოკუმენტში ცხრილების აგება, სურათების და სხვა გრაფიკული გამოსახულების ჩასმა. CV-ის შედგენა, სვეტებად და სექციებად დაყოფა, სარჩევის შექმნა, თავსართი და ბოლოსართი, სქოლიოების და წყაროების მითითება (ბიბლიოგრაფია), შაბლონების გამოყენება, პრინტერთან და სკანერთან მუშაობა, დოკუმენტის დაცვა-დაპაროლება.
- Ms Excel - ცხრილში მონაცემების შეტანა და მისი ფორმატირება. ფორმულების შედგენა, ლოგიკური და ჯამური ფუნქციების შესწავლა, პირობითი დაფორმატება, ფილტრაცია, დიაგრამების აგება მონაცემთა ბაზაზე. ხელფასის უწყისის შედგენა, მონაცემთა ბაზის გაფილტვრა, სორტირება, ბეჭვდის პარამეტრები, დოკუმენტის დაცვა.
- Ms Power Point - პრეზენტაციების გაკეთება, სხვადასხვა სლაიდშოუების აწყობა და მუსიკის ფონზე მათი ჩვენება.
- Internet Explorer – ინფორმაციის მოძიება, ელექტრონული ფოსტის შექმნა.
- Outlook-ის გამოყენება, რეგისტრაცია, კალენდრის წარმოება და კონტაქტების შექმნა, წერილების მიღება-გაგზავნა, ინფორმაციის გადმოწერა
- სრული კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე (12 შეხვედრა)
- სწავლების გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ;
- შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 სთ.
- მსმენელების რაოდენობა ჯგუფში: 4-8 მსმენელი
- დღეები: ორშ. ოთხშ. პარ. ან სამშ. ხუთშ. შაბ.
- საათები: 19:00 ან 20:00
კურსის ღირებულება:
დრო: | 18:00 -21:00 | |
4-8 მსმენელი ჯგუფში | 250 ლარი | |
VIP ჯგუფი (2 მსმენელი) | 300 ლარი | |
ინდივიდუალური | 400 ლარი |
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სტანდარტების ორენოვანი სერტიფიკატი.
რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია დარეკვა და წინასწარ ჩაწერა ოქსფორდის აკადემიის ადმინისტრაციასთან.