მისაღები პროცედურები
სტუდენტის ჩარიცხვა ხდება ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე, რაც განსაზღვრავს მის დონეს და შესაძლებლობას ენაში.
იმ შემთხვევაში თუ მსმენელს არ აქვს გარკვეული ბაზა ენაში, მაშინ მას მოუწევს მხოლოდ სააპლიკაციო ფორმის შევსება, სადაც მიუთითებს მისთვის სასურველ დღეებს და საათებს მეცადინეობის დასაწყებად.
სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენს ოფისში ან შეავსოთ იგი ინტერნეტის საშუალებით.