სასაუბრო კლუბი

ოქსფორდის აკადემიაში ფუნქციონირებს

 „ს ა ს ა უ ბ რ ო   კ ლ უ ბ ი“ – უცხოელ სპეციალისტთან ერთად!

„სასაუბრო კლუბი“   სპეციალურადაა შექმნილი მათთვის, ვისაც სურს ენობრივი ბარიერის გადალახვა ინგლისურ ენაში და დაგროვილი თეორიული მასალისა და გრამატიკული წესების  პრაქტიკაში გამოყენება.

„სასაუბრო კლუბი“  საშუალებას აძლევს მსმენელებს გაიუმჯობესონ საუბრის უნარ-ჩვევები და დროის მოკლე პერიოდში მარტივად და თავისუფლად შეძლონ კონტაქტების დამყარება ინგლისურ ენაზე.

 

კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც გარკვეული ბაზა აქვს ენაში -  მინიმუმ Elementary.

სასაუბრო კლუბში ჯგუფები კომპლექტდება სამ ეტაპად: Elementary, Intermediate, Advanced.

მსმენელთა ჯგუფებში გადანაწილება მოხდება ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე.

 

განსახილველი თემატიკა:

კლუბში გათვალისწინებულია იმ თემატიკის განხილვა, რომელიც შესაძლოა მსმენელებს ყოველდღიურ ან გარკვეულ სიტუაციებში დასჭირდეთ.

კლუბის წევრებს მოუწევთ ინგლისურენოვან დებატებში მონაწილეობა, სადაც საშუალება მიეცემათ იმსჯელონ და დაასაბუთონ საკუთარი მოსაზრება ინგლისურ ენაზე, ხოლო უცხოელი პედაგოგი დაეხმარება მათ გამოიყენონ ახალი ფრაზები და ლექსიკური მარაგი, რომლითაც ისინი იქნებიან უზრუნველყოფილნი.

ინტერაქტიული გაკვეთილები შესაძლებლობას მისცემს მსმენელს აქტიურად ჩაერთოს მეცადინეობის მსვლელობაში, რაც მოხსნის როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ენის ბარიერს საუბრისას.

 

სახელმძღვანელოები:

მსმენელები უფასოდ მიიღებენ ყველა საჭირო მასალას.

 

კურსის აღწერა:

სწავლება მიმდინარეობს ოქსფორდის პროგრამით, როგორც ჯგუფურდ, ასევე ინდივიდუალურად.

  • მსმენელთა რაოდენობა  ჯგუფში:  3-8 მსმენელი
  • შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 სთ.
  • სწავლების გრაფიკი: არჩევით, სურვილისამებრ;

კურსის ერთი თვის (12 საათი) ღირებულება:

ჯგუფური მეცადინეობა (5-8 მსმენელი)ჯგუფური მეცადინეობა (3-4 მსმენელი) 175 ლარი           

240 ლარი

VIP ჯგუფი (2 მსმენელი) 360 ლარი
ინდივიდუალური 690 ლარი

სტუდენტები ისარგებლებენ სპეციალური 40% ფასდაკლებით!!!

 

P.S. რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია დარეკვა და დროების შეთანხმება ოქსფორდის აკადემიის ადმინისტრაციასთან.