ოქსფორდის აკადემია

“Oxford Academy”– 2008 წლიდან Oxford-ის სახელს ატარებს, თუმცა  2012 წლის თებერვალში მას “აკადემიის” სტატუსი მიენიჭა და შესაძლებლობა აქვს უზრუნველყოს მსმენელები აკადემიური    განათლებით.

  • ოქსფორდის აკადემიასაქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ცენტრია. საერთაშორისო გამოცდილებასა და პროგრამებზე დაყრდნობით იგი უზრუნველყოფს მსმენელებს აკადემიური განათლებით და ეხმარება  მათ საქართველოშივე შეძლონ ევროპული დონის განათლების მიღება.

ინგლისური ენის სწავლება აკადემიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ცენტრში  მუშაობენ მოწვეული ინგლისურენოვანი პედაგოგები, რათა დაეხმარონ  ადგილობრივ სტუდენტებს გადალახონ, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ენის ბარიერი საუბრისას.

 

  • სწავლება მიმდინარეო OXFORD-ის პროგრამებით და მიზნად ისახავს, რომ ნებისმიერმა მსურველმა, რაც შეიძლება მარტივად და მოკლე დროში შეძლოს ინგლისური ენის შესწავლა და მისი პრაქტიკაში გამოყენება.

ინგლისური ენის კურსის გარდა, აკადემიში ასევე შესაძლებელია სხვადასხვა პროგრამების გავლა: მენეჯმენტი, ბუღალტერია, ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებელთა კურსი, გაძლიერებული Excel და საოფისე პროგრამები.

  • ცენტრს გააჩნია ყველა პირობა კომფორტული და სასიამოვნო სასწავლო გარემოს შესაქმნელად და სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.

  სასწავლო პროგრამები ორიენტირებულია მოკლევადიან, და რაც მთავარია, ხარისხიან განათლებაზე, რაც საშუალებას აძლევს საქმიან ადამიანებს მაქსიმალური ცოდნა მიიღონ დროის მცირე პერიოდში.

  • ინტერაქტიული გაკვეთილები შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს აქტიურად ჩაერთოს მეცადინეობის მსვლელობაში, რაც უფრო საინტერესოს და ეფექტურს ქმნის სწავლების პროცესს.

  მაღალკვალიფიციური პედაგოგები ხელს უწყობენ სწავლების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას.

  • მოქნილი გრაფიკის დახმარებით მსმენელს საშუალება ეძლევა თავად მართოს საკუთარი განრიგი და აირჩიოს სასურველი დღეები და საათები სასწავლო კურსის გასავლელად.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული მსმენელის აზრი, ამისათვის ყოველი კურსის დამთავრების შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაგვიზიარონ საკუთარი შთაბეჭდილებები გავლილ კურსთან დაკავშირებით და აღნიშნონ, თუ რამდენად ხარისხიანად მოხდა ცოდნის გადაცემა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. ეს პროცესი გვეხმარება გავიგოთ თითოეული სტუდენტის აზრი და მაქსიმალურად მოვარგოთ სასწავლო პროცესი მათ მოთხოვნებს.

  • ჩვენთან შესაძლებელია უფასოგაიაროთ ტესტირება/გასაუბრება, ასევე კონსულტაცია ნებისმიერ სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით, მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია და რჩევები პროფესიონალებისგან, რაც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.