HR მენეჯმენტი

კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე მოქმედი HR მენეჯერებისთვის, ვისაც სურთ გაიღრმაონ პროფესიული ცოდნის დონე და მიიღონ პრაქტიკული რჩევები თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით.

კურსი საშუალებას მისცემს მსმენელებს განავითარონ საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევები და გაეცნონ იმ თანამედროვე მიდგომებს, რომლებიც წარმატებული გუნდის ჩამოყალიბებასა და მმართველობისთვის არის აუცილებელი.

განსახილველი თემატიკა:

  • ადამიანური რესურსების მართვა -  მიზანი და ფუნქცია;
  • ორგანიზაციის შინაგანაწესი და ადმინისტრირება;
  • ორგანიზაციული კონფლიქტი/სტრესი ;
  • ორგანიზაციული კულტურა;
  • კადრის  შერჩევა და აყვანა;
  • შრომის ანაზღაურება და ბენეფიტები;
  • შრომის კოდექსის დეტალური ანალიზი;
  • შვებულება/მივლინება/შრომითი ხელშეკრულებები;
  • თანამშრომელთა მოტივაცია;
  • თანამშრომელთა  შეფასება;
  • ტრენინგი და განვითარება;

თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკული სავარჯიშოები დაეხმარება მსმენელებს  შეისწავლონ მენეჯერის პროფესიული საქმიანობისა და მათ წინაშე ყოველდღიურად წამოჭრილი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის გზები.

ტრენინგის პროცესი იქნება ინტერაქტიული, რაც საშუალებას მისცემს მსმენელებს აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში და თეორიული მასალა პრაქტიკაში გამოიყენონ.

 კურსის აღწერა:

  • კურსის დასახელებაადამიანური რესურსების მართვა/ HR მენეჯმენტი
  • სრული კურსის ხანგრძლივობა: 4 კვირა (12 შეხვედრა)
  • სწავლების გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ;
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 1სთ.
  • მსმენელების რაოდენობა  ჯგუფში:  6-8  მსმენელი
  • კურსის რეგულარული ფასი: 450 ლარი

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სტანდარტების ორენოვანი სერთიფიკატი.

რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია დარეკვა და წინასწარ ჩაწერა ოქსფორდის აკადემიის ადმინისტრაციასთან.