TOEFL / IELTS / FCE
IELTS/TOEFL/FCE მოსამზადებელი კურსები
წარმატებულ კარიერას საფუძვლად რამდენიმე ფაქტორი უდევს, ამ ფაქტორთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი – ხარისხიანი განათლებაა.
Tu გეგმავთ საზღავარგარეთ უმაღლესი განათლების მიღებას, არ დაგავიწყდეთ საერთაშორისო ტესტის TOEFL-ის, IELTS -ის ან FCE - ის ჩაბარება.
აღსანიშნავია, რომ ამ გამოცდების მნიშვნელობა მით უფრო გაიზარდა, რაც ტესტების ოფიცალური შედეგის წარდგენა აუცილებელი გახდა დიდი ბრიტანეთის სტუდენტური ვიზის მიღებისათვის, თუ კი აპლიკანტი აპირებს ისეთი პროგრამით გამგზავრებას, რომელიც ენის გარდა სხვა საგნების შესწავლასაც ითვალისწინებს.
რა არის TOEFL?
TOEFL (Test of English as a Foreign Language) – ინგლისურის, როგორც უცხო ენის, საერთაშორისო გამოცდა.
ამ ტესტის მთავარი დანიშნულებაა იმ ადამიანთა ინგლისური ენის ცოდნის შეფასება, რომელთათვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის.
TOEFL–ის შედეგის წარდგენა აუცილებელია აშშ–ს და კანადის 2400–ზე მეტ სასწავლო დაწესებულებაში ჩასარიცხად.
TOEFL–ის ჩაბარება აგრეთვე საჭიროა ზოგი პროფესიული სერთიფიცირების პროგრამების მონაწილეებისთვისაც.
რამდენი ქულაა საჭირო უნივერსიტეტში ჩასარიცხად?
TOEFL PBT–სთვის (Paper Based Test) – 520–560
TOEFL iBT–ის შემთხვევაში (Internet Based Test) – 80–100
მოთხოვნები ენის ცოდნის დონის მიმართ, ანუ ქულათა რაოდენობის საჭიროება განსხვავებულია სასწავლო დაწესებულებების მიხედვით.
გამოცდის ჩაბარების რომელი ვარიანტი ავირჩიოთ, PBT ან iBT?
ტესტები სრულიად თანაბარია და პრინციპული განსხვავება მათ შორის არ არის. არჩევანი ჩვეულებრივად იმით განისაზღვრება თუ რომელი ვარიანტის ჩაბარებაა თქვენთვის მოსახერხებელი.
რა არის IELTS?
IELTS (International English Language Testing System) – საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ინგლისური ენის გამოცდა, რომელიც განკუთვნილია იმ კანდიდატებისათვის, ვისაც სჭირდებათ სწავლა ან მუშაობა ინგლისურენოვან გარემოში.
რისთვის არის საჭირო IELTS?
გამოცდის შედეგის მიხედვით განისაზღვრება შეძლებთ თუ არა შერჩეული სპეციალობის მიხედვით სწავლას დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, კანადის და რიგი სხვა ქვეყნების ინგლისურენოვან სასწავლო დაწესებულებებში.
რამდენი ქულაა საჭირო უნივერსიტეტში ჩასარიცხად?
უნივერსიტეტში ჩასარიცხად IELTS–ის საშუალო ქულა შეადგენს 6,0 დან 7,0 –მდე სპეციალობის მიხედვით. მინიმალურ ქულებს ყველა უნივერსიტეტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს.
რა არის FCE?
FCE (The First Certificate Examination) – არის საშუალოზე მაღალი დონის საერთაშორისო გამოცდა და მიუთითებს, რომ ინგლისური ენის გამოყენება მრავალ ვითარებაში შეგიძლიათ.
მსოფლიოში სამუშაო დაწესებულებათა უმრავლესობა ცოდნის ამ დონეს მისაღებად მიიჩნევს.
FCE - ის გამოცდა მოიცავს ენის ოთხ კომპონენტს: კითხვა, წერა, მოსმენა და საუბარი. თითოეულ მათგანს ეთმობა ცალკე სექცია და ამას ემატება კიდევ ერთი – Use of English .
სად შეიძლება IELTS–ისთვის, TOEFL-ისთვის ან FCE-თვის მომზადება და გამოცდის ჩაბარება?
მათთვის, ვინც ტესტის ჩაბარების შემდეგ ინგლისურენოვან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას გეგმავთ, გეძლევათ შესაძლებლობა IELTS–ის, TOEFL-is და FCE-ს მოსამზადებელი კურსი Oxford Academy-ში გაიაროთ.
- პროგრამის რეკომენდირებული ხანგრძლიობაა 4 – 12 კვირა.
- ინგლისური ენის ცოდნის დონე მინიმუმ Upper-Intermediate უნდა იყოს. (დონის დადგენა უფასოდ არის შესაძლებელი ჩვენთან ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე).
მოსამზადებელი კურსის დამთავრებისას შეგიძლიათ ჩააბაროთ საცდელი ტესტი Oxford Academy-ში, რომელიც თქვენთვის უფასოდ დაინიშნება და შესაბამის სერთიფიკატსაც მიიღებთ, ხოლო მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით თქვენს ენობრივ შესაძლებლობებში, შეგიძლიათ მიმართოთ ბრიტანეთის საბჭოს საქართველოში.
ბრიტანეთის საბჭოში გამოცდა ტარდება წელიწადში რამდენიმეჯერ, წინასწარ განსაზღვრულ თარიღებში.
ტესტირებაზე დასაშვებად რეგისტრაცია უნდა გაიაროთ საგამოცდო თარიღამდე 6 კვირით ადრე.
IELTS/TOEFL/FCE კურსის ერთი თვის ღირებულება:
VIP ჯგუფი (2 მსმენელი) | 510 ლარი | |
ინდივიდუალური | 750 ლარი |