სააბიტურიენტო პროგრამა
სააბიტურიენტო პროგრამა სპეციალურადაა შექმნილი მათთვის, ვისაც სურს ეროვნული გამოცდების ჩაბარება ინგლისურ ენაში.
კურსი ითვალიწინებს ყველა იმ კომპონენტის შესწავლას, რომელიც ეროვნული გამოცდის ჩასაბარებლადაა საჭირო.
აბიტურიენტი ისწავლის და გააკეთებს ზუსტად იმ აქტივობებს, რომლებიც გამოცდაზე შეხვდებათ.
სააბიტურიენტო პროგრამის გავლა შეუძლიათ მათ, ვისაც გარკვეული საფუძველი აქვს ენაში, (მინიმუმ Elementary; დონის დადგენა უფასოდ არის შესაძლებელი ჩვენთან ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე).
იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტს არ აქვს გარკვეული ბაზა ენაში, მას მოუწევს ჯერ ზოგადი ინგლისურის კურსის გავლა (General English Course), ხოლო შემდეგ კი გადავა აბიტურიენტთა მოსამზადებელ ჯგუფში, რათა მისთვის რთული არ იყოს იმ ელემენტების გაგება, რომლებიც ეროვნული გამოცდის ჩასაბარებლადაა საჭირო.
სააბიტურიენტო პროგრამის ხანგრძლივობაა ცხრა თვე, (სრული კურსი), თუმცა მათ ასევე შეუძლიათ გაიარონ 3 თვიანი გადამზადების პროგრამა და განიმტკიცონ თავიანთი ცოდნა გამოცდაზე გასვლის წინ.
- სწავლება მიმდინარეობს ოქსფორდის და ეროვნული გამოცდების პროგრამებით, როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად;
- ჯგუფში არის 3-4 სტუდენტი;
- მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ;
- გაკვეთილის ხანგრძლივობა – 1 სთ.
კურსის ერთი თვის (12 გაკვეთილი) ღირებულება:
| დრო | 10:00 – 17:00 | 18:00 -21:00 |
| ჯგუფური მეცადინეობა | 175 ლარი | 195 ლარი |
| VIP ჯგუფი (2 მსმენელი) | 240 ლარი | 270 ლარი |
| ინდივიდუალური | 340 ლარი | 370 ლარი |
- ინდივიდუალური კურსის შემთხვევაში შესაძლებელია მცოცავი ან არასტანდარტული გრაფიკის არჩევა, ასევე არასრული კურსის გავლა პირად მოთხოვნებზე მორგებით;
მცოცავი/არასტანდარტული გრაფიკი: 12 აკადემიური საათი - 370 ლარი;
არასრული კურსი, პირად მოთხოვნებზე მორგებული: 12 აკადემიური საათი - 370 ლარი
