მენეჯმენტის კურსი

კურსის მიზანია მსმენელთათვის მენეჯმენტის, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის  გაცნობა.

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირთათვის, როგორც მოქმედი, ასევე დამწყები მენეჯერებისთვის და ასევე  ნებისმიერ დაინტერესებულ პირთათვის ვინც გეგმავს კერძო ან არასამთავრობო სექტორში მუშაობას.

ტრენინგი ითვალისწინებს ყველა იმ კომპონენტის კომპლექსურ შესწავლას, რომელიც მენეჯერული საქმიანობის განსახორციელებლადაა საჭირო (ზოგადი მენეჯმენტი; HR მენეჯმენტი და PR მენეჯმენტი, პროექტების მართვა, პრეზენტაციის უნარები და სხვა).

 კურსის შესახებ:

ტრენინგის  მსვლელობისას მსმენელები გაეცნობიან მენეჯმენტის ძირითად ფუნქციებს. კურსი საშუალებას მისცემს მსმენელებს განავითარონ საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევები და გაეცნონ იმ თანამედროვე მიდგომებს, რომლებიც წარმატებული ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და მმართველობისთვის არის აუცილებელი.

თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკული სავარჯიშოები დაეხმარებa მსმენელებს  შეისწავლონ მენეჯერის პროფესიული საქმიანობისა და მათ წინაშე ყოველდღიურად წამოჭრილი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის გზები.

ტრენინგის პროცესი იქნება ინტერაქტიული, რაც საშუალებას მისცემს მსმენელებს აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში და თეორიული მასალა პრაქტიკაში გამოიყენონ.

 განსახილველი თემატიკა:

  • მენეჯერის ფუნქციები;
  • მენეჯერის პიროვნული მახასიათებლები;
  • მენეჯმენტი გლობალურ სამყაროში/საერთაშორისო ორგანიზაციები;
  • გადაწყვეტილების მიღების ეტაპები;
  • SWOT ანალიზი;
  • სტრატეგიული დაგეგმვა;
  • ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება;
  • ლიდერობა და მართვა;
  • ადამიანური რესურსების მართვა/HR მენეჯმენტი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა/PR მენეჯმენტი;
  • პროექტის მართვა;
  • პრეზენტაციის უნარები;

სახელმძღვანელოები:

მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ ყველა საჭირო მასალა.

 კურსის აღწერა:

  • კურსის დასახელება: ორგანიზაციული მენეჯმენტი
  • სრული კურსის ხანგრძლივობა: 4 კვირა (12 შეხვედრა)
  • სწავლების გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ;
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 1-1.30 სთ.
  • მსმენელების რაოდენობა  ჯგუფში:  4-6 მსმენელი

კურსის ღირებულება:

დრო 10:00 – 17:00 18:00 -21:00
ჯგუფური მეცადინეობა (6-8 მსმენელი) 450 ლარი 500 ლარი
VIP ჯგუფი (2 მსმენელი) 590 ლარი 640 ლარი
ინდივიდუალური 750 ლარი 790 ლარი
სტუდენტები ისარგებლებენ სპეციალური 40% ფასდაკლებით!!!

კორპორატიული კლიენტებისთვის არსებობს გარკვეული შეღავათები.

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სტანდარტების ორენოვანი სერთიფიკატი.

რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია დარეკვა და წინასწარ ჩაწერა ოქსფორდის აკადემიის ადმინისტრაციასთან. 

„ისწავლე, როგორ მართო საკუთარი გუნდი!“