B2 დონე (Upper-Intermediate)

 B2 დონის სერტიფიკატისთვის მოსამზადებელ სპეც-კურს.

 ეს კურსი სპეციალურადაა შექმნილი მათთვის, ვისაც სურს B2 დონის სერტიფიკატის აღება ინგლისურ ენაში.

▶ ამ კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც გარკვეული ბაზა აქვს ენაში, მინიმუმ Intermediate (B1);

  • დონის დადგენა უფასოდ არის შესაძლებელი ჩვენთან ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე.

▶ იმ შემთხვევაში, თუ მსმენელი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ ბაზას, მაშინ მას მოუწევს ჯერ ზოგადი

    ინგლისურის წინა საფეხურის გავლა და შემდეგ გადავა ის B2 დონის ჯგუფში.

 

კურსის აღწერა:

კურსის ხანგრძლივობა: 4-5 თვე (48-60 აკადემიური საათი)

გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 სთ.

მსმენელების რაოდენობა ჯგუფში: 4-6 მსმენელი

სწავლების გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ (ან ყოველდღე სურვილის შემთხვევაში)

დღეები და საათები შეგიძლიათ თავად აირჩიოთ თქვენი სურვილის მიხედვით.

 

კურსი მოიცავს ხუთ მნიშვნელოვან პუნქტს: გრამატიკას, საუბარს, მოსმენას (აუდიო სწავლებას), წერისა და კითხვის უნარების გაუმჯობესებას.

კვირაში ერთი დღე გაკვეთილს (საუბრის ნაწილს) უძღვება უცხოელი სპეციალისტი!

 

კურსი საშუალებას მოგცემთ დაეუფლოთ უცხო ენას აკადემიურ დონეზე, რაც გულისხმობს:

  • გრამატიკის საფუძვლიან შესწავლას და მის საუბარში გამოყენებას;
  • სმენის უნარების განვითარებას ინგლისურ ენაზე;
  • ინგლისურად აზროვნებას და თავისუფალ მეტყველებას;
  • ინგლისურენოვანი თემების და წერილების წერას;
  • უცხო ტექსტების კითხვასა და მისი შინაარსის სრულყოფილად გაგებას;

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა B2 დონის საერთაშორისო სტანდარტების ორენოვანი სერტიფიკატი.

 

კურსის ერთი თვის (12 გაკვეთილი) ღირებულება: 

 .

დრო 10:00 – 17:00 18:00 -21:00
ჯგუფური მეცადინეობა 160 ლარი 175 ლარი
VIP ჯგუფი (2 მსმენელი) 210 ლარი 240 ლარი
ინდივიდუალური 290 ლარი 320 ლარი

 

სტუდენტები ისარგებლებენ სპეციალური 20% ფასდაკლებით !!!

  • ინდივიდუალური კურსის შემთხვევაში შესაძლებელია მცოცავი ან არასტანდარტული გრაფიკის არჩევა, ასევე არასრული კურსის გავლა პირად მოთხოვნებზე მორგებით;

მცოცავი/არასტანდარტული გრაფიკი: 12 აკადემიური საათი - 320 ლარი;

არასრული კურსი, პირად მოთხოვნებზე მორგებული: 12 აკადემიური საათი - 350 ლარი

უცხოენოვანი სტუდენტებისთვის: 12 აკადემიური საათი - 350 ლარი;