საბავშვო პროგრამა

             საბავშვო პროგრამები

საბავშვო პროგრამები სპეციალურადაა შექმნილი 7-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის და ეხმარება მათ ბავშვობის ასაკიდანვე ჩაიყარონ ხარისხიანი საფუძველი აკადემიური განათლების მისაღებად.

სწავლება მიმდინარეობს ოქსფორდის საბავშვო პროგრამებით და მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მარტივი და გასაგები ენით ისწავლონ პატარებმა ინგლისური ენის ძირითადი ელემენტები.

            სწავლება მიმდინარეობს საფეხურების მიხედვით.

  • სულ არის 4 საფეხური.
  • თითოეული მათგანი გრძელდება 4- 6 თვე.
  • ჯგუფში არის მაქსიმუმ 4 ბავშვი.
  • მეცადინოებები ტარდება კვირაში 2-ჯერ
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 სთ.

მეოთხე საფეხურის შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სტანდარტების ორენოვანი სერტიფიკატი.

იმისათვის, რომ ბავშვისთვის მოსაწყენი არ იყოს სასწავლო პროცესი, კურსი ითვალისწინებს ისეთი ტიპის აქტივობებს, რაც ბავშვისთვის მეტად სახალისო და საინტერესო იქნება.

  • დიალოგები;
  • თამაშები;
  • სიმღერები;
  • ლექსები;
  • ზღაპრები;

 

ოქსფორდის აკადემიაში ბავშვი თავიდანვე სწავლობს წინადადების სწორად ჩამოყალიბებას, რაც მატებს მას თავდაჯერებულობას და ენობრივი ბარიერის გადალახვაში ეხმარება.

საბავშვო პროგრამაში მონაწილეობით ბავშვი ავტომატურად ხდება ოქსფორდის აკადემიის წევრი, რაც მას დაეხმარება ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის აქციებით საბავშვო პროგრამის დასრულების შემდეგ.

 კურსის ერთი თვის (8 გკვეთილი) ღირებულება:

დრო 10:00 – 17:00 18:00 -21:00
ჯგუფური მეცადინეობა 120 ლარი 140 ლარი
VIP ჯგუფი (2 მსმენელი) 150 ლარი 170 ლარი
ინდივიდუალური 210 ლარი 240 ლარი
  • ინდივიდუალური კურსის შემთხვევაში შესაძლებელია მცოცავი ან არასტანდარტული გრაფიკის არჩევა.

მცოცავი/არასტანდარტული გრაფიკი: 8 აკადემიური საათი -240 ლარი;