ბიზნეს ინგლისური
ბიზნეს ინგლისურის კურსი/Business English Course
ბიზნეს ინგლისურის კურსი სპეციალურადაა შექმნილი მათთვის, ვისაც აქვს სურვილი გააფართოვოს თავისი ბიზნესი და საერთაშორისო კონტაქტები დაამყაროს.
კურსი ითვალიწინებს მსმენელთა ინდივიდუალურ მოთხოვნებს და მოიცავს იმ თემატიკასა და ენობრივ სტრუქტურას, რომელიც მსმენელის ბიზნეს საქმიანობისთვისაა საჭირო.
ბიზნეს ინგლისურის კურსი ორ მიმართულებას გულისხმობს:
- წერილები და დოკუმენტების წარმოება
- შეხვედრები, პრეზენტაციები და ბიზნეს-საუბრები
კურსის მსვლელობისას თქვენ გაეცნობით ზუსტად იმ ტიპის აქტივობებს, რომლებიც რეალურ ბიზნესში დაგჭირდებათ შეხვედრებისა თუ მოლაპარაკებების დროს.
ბიზნეს ინგლისურის კურსის გავლა შეუძლიათ იმ პირებს, ვისაც გარკვეული საფუძველი აქვთ ენაში, (მინიმუმ Intermediate; დონის დადგენა უფასოდ არის შესაძლებელი ჩვენთან ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე).
იმ შემთხვევაში თუ მსმენელს არ აქვს გარკვეული ბაზა ენაში, მსურველებს მოუწევთ ჯერ ზოგადი ინგლისურის კურსის გავლა (General English Course), ხოლო შემდეგ კი გადავლენ ბიზნეს ინგლისურის ჯგუფში, რათა მათთვის რთული არ იყოს ბიზნეს ინგლისურის ელემენტების გაგება.
- კურსს უძღვება უცხოელი სპეციალისტი!
ბიზნეს ინგლისურის კურსის ხანგრძლივობაა 4 თვე.
- სწავლა მიმდინარეობს ოქსფორდის ბიზნეს პროგრამებით, როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად;
- მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ;
- გაკვეთილის ხანგრძლივობა – 1 სთ.
კურსის ერთი თვის ღირებულება (12 აკადემიური საათი):
VIP ჯგუფი (2 მსმენელი) | 410 ლარი | |
ინდივიდუალური | 690 ლარი |