ოქსფორდის აკადემია

“Oxford Academy”– 2008 წლიდან Oxford-ის სახელს ატარებს, თუმცა  2012 წლის თებერვალში მას “აკადემიის” სტატუსი მიენიჭა და შესაძლებლობა აქვს უზრუნველყოს მსმენელები აკადემიური    განათლებით.

  • „ოქსფორდის აკადემია“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ცენტრია. საერთაშორისო გამოცდილებასა და პროგრამებზე დაყრდნობით იგი უზრუნველყოფს მსმენელებს აკადემიური განათლებით და ეხმარება  მათ საქართველოშივე შეძლონ ევროპული დონის განათლების მიღება.

▶ ინგლისური ენის სწავლება აკადემიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ცენტრში  მუშაობენ მოწვეული ინგლისურენოვანი პედაგოგები, რათა დაეხმარონ  ადგილობრივ სტუდენტებს გადალახონ, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ენის ბარიერი საუბრისას.

 

  • სწავლება მიმდინარეობს OXFORD-ის პროგრამებით და მიზნად ისახავს, რომ ნებისმიერმა მსურველმა, რაც შეიძლება მარტივად და მოკლე დროში შეძლოს ინგლისური ენის შესწავლა და მისი პრაქტიკაში გამოყენება.

▶ ინგლისური ენის კურსის გარდა, აკადემიში ასევე შესაძლებელია სხვადასხვა პროგრამების გავლა: მენეჯმენტი, ბუღალტერია, ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებელთა კურსი, გაძლიერებული Excel და საოფისე პროგრამები.

  • ცენტრს გააჩნია ყველა პირობა კომფორტული და სასიამოვნო სასწავლო გარემოს შესაქმნელად და სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.

 ▶ სასწავლო პროგრამები ორიენტირებულია მოკლევადიან, და რაც მთავარია, ხარისხიან განათლებაზე, რაც საშუალებას აძლევს საქმიან ადამიანებს მაქსიმალური ცოდნა მიიღონ დროის მცირე პერიოდში.

  • ინტერაქტიული გაკვეთილები შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს აქტიურად ჩაერთოს მეცადინეობის მსვლელობაში, რაც უფრო საინტერესოს და ეფექტურს ქმნის სწავლების პროცესს.

 ▶ მაღალკვალიფიციური პედაგოგები ხელს უწყობენ სწავლების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას.

  • მოქნილი გრაფიკის დახმარებით მსმენელს საშუალება ეძლევა თავად მართოს საკუთარი განრიგი და აირჩიოს სასურველი დღეები და საათები სასწავლო კურსის გასავლელად.

▶ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული მსმენელის აზრი, ამისათვის ყოველი კურსის დამთავრების შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაგვიზიარონ საკუთარი შთაბეჭდილებები გავლილ კურსთან დაკავშირებით და აღნიშნონ, თუ რამდენად ხარისხიანად მოხდა ცოდნის გადაცემა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. ეს პროცესი გვეხმარება გავიგოთ თითოეული სტუდენტის აზრი და მაქსიმალურად მოვარგოთ სასწავლო პროცესი მათ მოთხოვნებს.

  • ჩვენთან შესაძლებელია უფასოდ გაიაროთ ტესტირება/გასაუბრება, ასევე კონსულტაცია ნებისმიერ სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით, მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია და რჩევები პროფესიონალებისგან, რაც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.