ძვირფასი ლითონები
ძვირფასი ლითონების (ოქროს და ვერცხლის) ექსპერტ შემფასებელთა კურსი
კურსის მიზანია დაეხმაროს მსმენელებს დაეუფლონ ახალ, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას, უმოკლეს ვადაში.
კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირთათვის, ვისაც სურს დასაქმდეს, როგორც სალომბარდო სფეროში, ასევე ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე ან დამოუკიდებლად აწარმოოს საკუთარი საშემფასებლო საქმიანობა.
განსახილველი თემატიკა:
- კეთილშობილი ლითონები , მისი ფიზიკური და ქიმიური თვისებები;
- საქართველოსა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი დამღები და დადამღვის წესები;
- სინჯის სისტემები;
- სინჯის განსაზღვრის მეთოდები, (დასინჯვის პრაქტიკა);
- ლითონთა შენადნობები და მათი კლასიფიკაცია;
- არაძვირფასი ლითონები, რომელიც გამოიყენება საიუველირო საქმეში;
- ფალსიფიცირებული ნაკეთობების ამოცნობა;
- საინვესტიციო და საიუბილეო მონეტები;
კურსის აღწერა:
სწავლება მიმდინარეობს, როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად;
- სრული კურსის ხანგრძლივობა: 1-2 კვირა (4-5 შეხვედრა)
- სწავლების გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ
- ტრენინგის ხანგრძლივობა: 1-1.5 საათი
- მსმენელების რაოდენობა ჯგუფში: 4-6 მსმენელი
სრული კურსის ღირებულება:
| ჯგუფური მეცადინეობა | 290 ლარი | |
| VIP ჯგუფი (2 მსმენელი) | 390 ლარი | |
| ინდივიდუალური | 550 ლარი |
ფასები მოიცავს სასწავლო მასალას
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სტანდარტების ორენოვანი სერტიფიკატი
რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია დარეკვა და წინასწარ ჩაწერა ოქსფორდის აკადემიის ადმინისტრაციასთან.
