ორგანიზაციული მენეჯმენტი

დაიწყო მსმენელთა მიღება “ორგანიზაციული მენეჯმენტის” ერთთვიან სერთიფიცირებულ კურსზე!

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირთათვის, როგორც მოქმედი, ასევე დამწყები მენეჯერებისთვის და ასევე  ნებისმიერ დაინტერესებულ პირთათვის ვინც გეგმავს საჯარო, კერძო ან არასამთავრობო სექტორში მუშაობას.

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სტანდარტების ორენოვანი სერთიფიკატი. 

კურსის მიზანია მსმენელთათვის მენეჯმენტის, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის  გაცნობა. 

ტრენინგი ითვალისწინებს ყველა იმ კომპონენტის კომპლექსურ შესწავლას, რომელიც მენეჯერული საქმიანობის განსახორციელებლადაა საჭირო (ზოგადი მენეჯმენტი; HR მენეჯმენტი და PR მენეჯმენტი, პროექტების მართვა, პრეზენტაციის უნარები და სხვა).

  კურსის შესახებ:

ტრენინგის  მსვლელობისას მსმენელები გაეცნობიან მენეჯმენტის ძირითად ფუნქციებს. კურსი საშუალებას მისცემს მსმენელებს განავითარონ საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევები და გაეცნონ იმ თანამედროვე მიდგომებს, რომლებიც წარმატებული ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და მმართველობისთვის არის აუცილებელი.

თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკული სავარჯიშოები დაეხმარებa მსმენელებს  შეისწავლონ მენეჯერის პროფესიული საქმიანობისა და მათ წინაშე ყოველდღიურად წამოჭრილი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის გზები.

ტრენინგის პროცესი იქნება ინტერაქტიული, რაც საშუალებას მისცემს მსმენელებს აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში და თეორიული მასალა პრაქტიკაში გამოიყენონ.

 კურსის აღწერა:

  • კურსის დასახელება: ორგანიზაციული მენეჯმენტი
  • სრული კურსის ხანგრძლივობა: 4 კვირა (12 შეხვედრა)
  • კურსის რეგულარული ფასი: 300 ლარი
  • მსმენელების რაოდენობა  ჯგუფში:  6-8 მსმენელი
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 1-1.30 სთ.

ტრენინგი იწყება 7 ოქტომბერს, 2013.

ტრენინგის გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ;
დღეები: ორშ. ოთხ. პარ. 
საათები: 13:00; ან 19:00.
(შესაძლებელია ამ საათებიდან ერთ-ერთის არჩევა)

ტრენინგ-კურს გაუძღვება სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, ოქსფორდის აკადემიის მენეჯერი – ლიკა ჯორჯიაშვილი.

 განსახილველი თემატიკა:

  • მენეჯერის ფუნქციები;
  • მენეჯერის პიროვნული მახასიათებლები;
  • მენეჯმენტი გლობალურ სამყაროში/საერთაშორისო ორგანიზაციები;
  • გადაწყვეტილების მიღების ეტაპები;
  • SWOT ანალიზი;
  • სტრატეგიული დაგეგმვა;
  • ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება;
  • ლიდერობა და მართვა;
  • ადამიანური რესურსების მართვა/HR მენეჯმენტი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა/PR მენეჯმენტი;
  • პროექტის მართვა;
  • პრეზენტაციის უნარები;

სახელმძღვანელოები:

მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ ყველა საჭირო მასალა.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში  გამოყენებას.

რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია დარეკვა და წინასწარ ჩაწერა ოქსფორდის აკადემიის ადმინისტრაციასთან.

 

„ისწავლე, როგორ მართო საკუთარი გუნდი!“

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply