ფასდაკლება B2 დონის კურსზე

ოქსფორდის აკადემია აცხადებს ფასდაკლებას

 B2 დონის სერთიფიკატისთვის მოსამზადებელ სპეციალურ კურსზე ინგლისურ ენაში.

ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ 10 მსმენელს.

ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია არაუგვიანეს 14 ოქტომბრამდე!

სრული კურსის ღირებულება:
რეგულარული ფასი:  440 ლარი
ფასდაკლებით:  320 ლარი
 კურსის საფასურის გადახდა შესაძლებელია მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ 2 ეტაპად.
ეს კურსი სპეციალურადაა შექმნილი მათთვის, ვისაც სურს B2 დონის სერთიფიკატის აღება.
კურსის აღწერა:
კურსის ხანგრძლივობა: 2-4 თვე (48 აკადემიური საათი)
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 სთ – 1,30 სთ.
მსმენელების რაოდენობა ჯგუფში: 4-8
სწავლების გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ (ან ყოველდღე სურვილის შემთხვევაში)
დღეები და საათები შეგიძლიათ თავად აირჩიოთ თქვენი სურვილის მიხედვით.

 
კურსი საშუალებას მოგცემთ დაეუფლოთ უცხო ენას აკადემიურ დონეზე, რაც გულისხმობს:
  • გრამატიკის საფუძვლიან შესწავლას და მის საუბარში გამოყენებას;
  • სმენის უნარების განვითარებას ინგლისურ ენაზე;
  • ინგლისურად აზროვნებას და დახვეწილ მეტყველებას;
  • წერა-კითხვის უნარების გაუმჯობესებას.

ამ კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვისაც გარკვეული ბაზა აქვს ენაში, მინიმუმ Intermediate; (დონის დადგენა უფასოდ არის შესაძლებელი ჩვენთან ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე).

იმ შემთხვევაში, თუ მსმენელი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ ბაზას, მაშინ მას მოუწევს ჯერ ზოგადი ინგლისურის წინა საფეხურის გავლა და შემდეგ გადავა ის B2 დონის ჯგუფში.

ინტერაქტიული გაკვეთილები შესაძლებლობას მისცემს მსმენელს აქტიურად ჩაერთოს მეცადინეობის მსვლელობაში, რაც მოხსნის როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ენის ბარიერს საუბრისას.

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა B2 დონის საერთაშორისო სტანდარტების ორენოვანი სერთიფიკატი.

  • ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია არაუგვიანეს 14 ოქტომბრამდე
  • იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!
  • ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ 10 მსმენელს.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply